ბრენდირებული პროდუქცია კომპანიის ყოველდღიური ენაა. ის კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან მაშინაც “საუბრობს”, როდესაც კომპანია პირდაპირ კომუნიკაციას არ ახორციელებს. ლოგოიანი ჭიქა სამუშაო მაგიდაზე, ბრენდირებული ჩანთა თუ მაისური ფასიან რეკლამაზე უკეთ მუშაობს.
სწორედ ამიტომ, ბრენდირებული ნივთების შეკვეთა ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ყოველი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. პრაქტიკა კი სხვა სურათს გვიჩვენებს. კომპანიების დიდი ნაწილი ბრენდირებულ ნივთებს იმდენ ყურადღებას არ უთმობს, რამდენსაც, მაგალითად, სოციალურ მედია კამპანიას.
ქვემოთ მოცემულია ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც კომპანიები ბრენდირებული ნივთების შეკვეთისას უშვებენ.
სტრატეგიის გარეშე შეკვეთა
ბრენდირებული პროდუქციის შეკვეთის პროცესი ხშირად ასე გამოიყურება: კატალოგიდან ყველაზე პოპულარულ ნივთს ირჩევენ და მასზე ლოგოს დატანას ითხოვენ. ეს თანმიმდევრობა სავსებით ლოგიკური ჩანს, სანამ ერთ კითხვას დავსვამთ: რა მიზნით ვაკეთებთ ამას?
ახალი თანამშრომლის გუნდში მიღება, მომხმარებლისთვის მადლობის გადახდა და გამოფენაზე პოტენციური პარტნიორისთვის ნივთის გადაცემა სამი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ყოველ მათგანს განსხვავებული ნივთი და გზავნილი სჭირდება.
გამართული სტრატეგია სულაც არ ნიშნავს რთულ დოკუმენტს. ხშირად საკმარისია სამ კითხვაზე პასუხი: ვისთვის არის ეს ნივთი, სად გამოიყენებს ის ამ ნივთს და რა შთაბეჭდილება გვინდა, დარჩეს? ეს სამი კითხვა შეკვეთის პროცესს გაამარტივებს და გაცილებით უკეთეს შედეგს მოიტანს.
ხარისხზე დაზოგვა
ბიუჯეტი შეკვეთის გარდაუვალი ნაწილია. სირთულე კი ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ხარისხი ბიუჯეტის ძირითადი გამამართლებელი ხდება. კვლევები ადასტურებს, რომ გამოკითხულთა 80% ბრენდირებული ნივთის ხარისხს კომპანიის ხარისხის ამსახველად განიხილავს.
ნივთი, რომელიც ერთი კვირის გამოყენების შემდეგ ფერს ან ფუნქციას კარგავს, გავლენას ახდენს, მაგრამ ეს გავლენა აუცილებლად უარყოფითია. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ყოველთვის სწორი არჩევანია. ნივთი, რომელიც მიმღებს ნამდვილად გამოადგება, გამძლე და მოსახერხებელია, ბევრად მეტ ღირებულებას ქმნის, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ კარგად გამოიყურება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ “იაფი” ნივთი გრძელვადიანი პერსპექტივით ხშირად ძვირი გამოდის. ნივთი, რომელიც არ გამოიყენება ან უარეს შემთხვევაში, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს, ფაქტობრივად, დახარჯული ბიუჯეტია ნულოვანი შედეგით.
აუდიტორიის გათვალისწინება
ბრენდირებული ნივთი “ყველასთვის” – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმულაა, რომელიც ნეიტრალურ შედეგს იძლევა. პრობლემა ისაა, რომ ნეიტრალური ნივთი ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს და ბრენდი არ ამახსოვრდებათ.
ადამიანები ასაკით, ჩვევებით, ყოველდღიური რუტინით განსხვავდებიან – Z თაობა ტანსაცმელსა და ჩანთებს ანიჭებს უპირატესობას, მილენიალები – ტექნოლოგიურ აქსესუარებს, X თაობა კი ფუნქციურ საოფისე ნივთებს. ეს, ცხადია, ზოგადი ტენდენციაა, მაგრამ ის მნიშვნელოვან ლოგიკაზე მიგვანიშნებს: ნივთი, რომელსაც მიმღები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს, ბრენდის იდენტობას ბუნებრივ კონტექსტში აყალიბებს.
კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 69% ბრენდირებულ ნივთს სამსახურს გარეთაც ატარებს. სხვა სიტყვებით: ნივთი, რომელიც მიმღებს სჭირდება, ბრენდის ცნობადობას თავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე ზრდის.
მხოლოდ ლოგო
ბრენდინგი ლოგოს დაბეჭდვით არ მთავრდება. ბრენდი ატმოსფეროს, ფერს, ტონსა და ადამიანებთან დამოკიდებულებას გამოხატავს.
ის ნივთი, რომელიც მხოლოდ ლოგოს ატარებს, ვერაფერს ამბობს. კარგი ბრენდირება კი ისეთ პროდუქტს ქმნის, რომელიც კომპანიის ხასიათს, სტილს, ფასეულობებსა და იმ შეგრძნებას ასახავს, რომელიც ბრენდთან ასოცირდება.
პერსონალიზებული ნივთი, კვლევის მიხედვით, 40%-ით მეტად ღირებულად აღიქმება, ვიდრე სტანდარტული ანალოგი. ეს სხვაობა დიზაინში, მიდგომასა და დეტალებში ჩნდება.
შეფუთვა და მისი მნიშვნელობა
შეფუთვის ეტაპი ყველაზე ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, მაგრამ ის გავლენა, რასაც ახდენს, ხშირად ნივთის შინაარსზე მეტია.
ადამიანი, რომელიც ყუთს ხსნის, პირველ წამებში ბევრ ინფორმაციას ამუშავებს: ეს ყურადღებით შეირჩა თუ ჩქარა? ეს კომპანია დეტალებს ითვალისწინებს? ეს ნივთი ღირებულია? კარგი შეფუთვა ამ კითხვებს ნივთის გახსნამდე პასუხობს.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ასპექტი. დღეს, როდესაც unboxing-ის კულტურა სოციალურ ქსელებშიც ხილულია, შეფუთვა დამატებითი საკომუნიკაციო სივრცეა. კომპანიის ვიზუალურ სტილთან შეთანხმებული შეფუთვა ბრენდს ორგანულად ავრცელებს.
მზად ხართ, სწორი ნივთი შეარჩიოთ?
ყველა ეს შეცდომა ერთი საერთო წყაროდან იღებს სათავეს: ბრენდირებული ნივთი ხშირად მოიაზრება, როგორც პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს და არა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურება.
შეცდომები ბრენდირებული ნივთების შეკვეთისას ყოველთვის ადვილად შესამჩნევი არ არის. ზოგჯერ ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც შედეგი მოსალოდნელზე ცუდია. მათი თავიდან არიდება კი სწორ კითხვებს, გააზრებულ მიდგომასა და იმის გაგებას მოითხოვს, თუ ვისთვის და რისთვის ვამზადებთ.
ბრენდირებული პროდუქცია მაშინ მუშაობს, როდესაც ის გააზრებულია. საუკეთესო სარეკლამო კომპანია “კეიპაქსი ბრენდირებული პროდუქციის შეკვეთის პროცესსა და კატალოგიდან ნივთების შერჩევაში, ყველა დეტალში გეხმარებათ.
ეს გადაწყვეტილებები, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრ დეტალს მოიცავს და სწორედ ეს დეტალები ქმნის განსხვავებას. ამიტომ, დახმარებისთვის “კეიპაქსს” უნდა მიმართოთ.


