ოფისი

საოფისე ნივთები სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. კალამი, ბლოკნოტი, ჭიქა – ეს ნივთები ყოველდღიურად ხელიდან ხელში გადადის და აქტიურად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, კომპანიების ნაწილი, დიდი ხანია, მათ არა მხოლოდ საჭირო რესურსად, არამედ ბრენდის ვიზუალური იდენტობის ნაწილად აღიქვამს. 

ბრენდირებული საოფისე ნივთები ისეთი ყოველდღიური აქსესუარებია, რომლებზეც კომპანიის ლოგო, ფერები და სტილი შეგვიძლია, დავიტანოთ. ვიზუალური თვალსაზრისით, ეს პატარა ცვლილება ადვილად შესამჩნევი და აღქმადია. მომხმარებელი ან დამკვეთი, რომელსაც შეხვედრაზე კალამსა თუ სხვა ბრენდირებულ ნივთს კომპანიის ლოგოთი დაახვედრებთ, ყოველ ჯერზე, როცა ამ კალამს გამოიყენებს, ბრენდის შესახებ დადებითად განეწყობა. 

ბრენდირებული საოფისე ნივთები განსხვავებულ ამოცანებს ემსახურება. ერთ შემთხვევაში კომპანია დამკვეთთან კომუნიკაციას აძლიერებს, მეორე შემთხვევაში კი საკუთარ გუნდს. ახალი თანამშრომლისთვის welcome საჩუქარი, რომელშიც ბრენდირებული ბლოკნოტები და კალმები სხვა ნივთებთან ერთადაა, პირველ, დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას უქმნის იმის შესახებ, რომ კომპანია დეტალებს ყურადღებას აქცევს. მას ეს შთაბეჭდილება ადვილად არ ავიწყდება.

კონფერენციებსა და გამოფენებზე კი საოფისე ნივთები განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. ბრენდირებული კალმები ან ბლოკნოტი კომპანიის იდენტობას გამოხატავს. ეს ის სარეკლამო ეფექტია, რომლის შექმნასაც ციფრული რეკლამა ვერ ახერხებს: ნივთი ყოველდღიურად გამოიყენება და მუდამ ხილვადია, საჩუქრად აღიქმება. 

საოფისე ნივთები კი მხოლოდ კალმითა და ბლოკნოტით არ შემოიფარგლება. ასორტიმენტი ბევრად უფრო ფართოა – წყლის ბოთლი, თერმო ჭიქა, უსადენო დამტენი, სამაგიდო აქსესუარები, ლეპტოპის ჩანთა. ყველა ეს პროდუქტი ერთ ამოცანას ემსახურება: კომპანიის ვიზუალური იდენტობა ყოველდღიურ სამუშაო გარემოში ბუნებრივად გამოჩნდეს.

პროდუქტის არჩევისას ხარისხი პირველ ადგილზეა. გამძლე, კარგად შესრულებული საოფისე ნივთი ადასტურებს, რომ კომპანია თავის ბრენდს სერიოზულად ეკიდება. ეს განსხვავება კლიენტისთვის, თანამშრომლისთვის თუ პარტნიორისთვის ყოველთვის შესამჩნევია.

“კეიპაქსი” PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის, წევრია, რაც მას ევროპაში, ჩინეთსა და თურქეთში სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან პარტნიორობაში ეხმარება. ეს კი გულისხმობს გადამოწმებული მასალებით შექმნილ ნივთებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. შედეგად, ბრენდირებული საოფისე ნივთი, რომელსაც “კეიპაქსი”გთავაზობთ, ქმნის ეფექტს და ბრენდს ხილვადობას უნარჩუნებს. 

“კეიპაქსი” ბრენდირებულ საოფისე ნივთებს ინდივიდუალური მიდგომით ქმნის. კატალოგიდან ირჩევთ პროდუქტს, ჩვენ კი მის ბრენდირებასა და მოწოდებაზე ვზრუნავთ. არ გთავაზობთ სტანდარტულ ნივთს – ვქმნით იმას, რაც თქვენი კომპანიის იდენტობას შეესაბამება.