ჩვენ შესახებ
კეიპაქსი თქვენი ბრენდის გამორჩეული პარტნიორი
“კეიპაქსი” სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებისთვის ბრენდირებულ, უნიკალურ ნივთებს ქმნის. ჩვენი მისია ბრენდის ღირსეული პოზიციონირება და დადებითი ემოციის გამოწვევაა.
ევროპაში 50-ზე მეტი, ჩინეთში 500-ზე მეტი და თურქეთში 200-ზე მეტი პარტნიორით, 500-ზე მეტი ერთგული მომხმარებლისთვის ვქმნით განუმეორებელ პროდუქციას.
რას ვსაქმიანობთ?
ვართ საერთაშორისო სარეკლამო პროდუქციის ასოციაციის PSI წევრი, რაც გვაძლევს წვდომას სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
სანდოობა, პროფესიონალიზმი და ინოვაცია ჩვენი მთავარი მახასიათებლებია. ვქმნით გრძელვადიან ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია ნდობაზე, გამჭირვალობასა და პასუხისმგებლობაზე.
დაგიმზადებთ ნებისმიერ ბრენდირებულ აქსესუარს, რაც თქვენს ბიზნესს მომხმარებლებისა და თანამშრომლების კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და ცნობადობის გაზრდაში დაეხმარება.
“კეიპაქსი” მუდმივად ვითარდება – პროდუქციის არჩევანი ფართოვდება, ხარისხის სტანდარტები უმჯობესდება.
რა ღირებულებები გვამოძრავებს?
კომპანიების ვიზუალური იდენტობის სწორად გამოხატვის სურვილით ვმოქმედებთ. ყველა ბრენდირებულ აქსესუარს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ვქმნით, რაც ყოველთვის აისახება ხარისხსა და ნდობაზე.
მომხმარებლებს არ ვთავაზობთ სტანდარტულ აქსესუარებს, რომელთა შეძენაც ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ. ვმუშაობთ ბიზნესებისთვის, რომლებსაც გამორჩეული დიზაინისა და სპეციფიკური მასალის კომპლექსური პროდუქცია სჭირდება.
ინოვაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა – გვაძლევს საშუალებას, სრულიად უნიკალური და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქცია შევქმნათ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით იმას, რაც თქვენს საჭიროებებს დააკმაყოფილებს.



