მაისურზე ბეჭდვა

მაისური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ თვისებებს, ყოველდღიურობასა და ხილვადობას, იყენებენ კომპანიები მაშინ, როცა ბრენდის ფართო აუდიტორიამდე მიტანა სჭირდებათ.

მაისურზე ბეჭდვა მხოლოდ ლოგოს ქსოვილზე გადატანას არ ნიშნავს. ბეჭდვის ტიპი, საღებავი, განთავსება – ეს ყველაფერი ბრენდის იდენტობაზე მეტყველებს. 

ბეჭდვის მეთოდებიც განსხვავებულია. ტრაფარეტული ბეჭდვა (Silkscreen) კლასიკური და გამძლე ვარიანტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ტირაჟი და ერთგვაროვანი შედეგია საჭირო. DTG ბეჭდვა კი დეტალური, მრავალფეროვანი სურათის გადასატანად გამოიყენება და მცირე რაოდენობის შეკვეთისთვის უფრო მოქნილია. ორივე შემთხვევაში, სწორი მეთოდის არჩევანი შედეგს განსაზღვრავს.

კომპანიები მაისურებზე ბეჭდვას განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს. ერთ შემთხვევაში, ეს გუნდის ჩამოყალიბების ინსტრუმენტია – ფორმა, რომელიც ადამიანებს საერთო იდენტობით აერთიანებს. მეორე შემთხვევაში – მერჩი, რომელიც ბრენდის მომხმარებლებს სთავაზობს და ლოიალობას აძლიერებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია: ბრენდი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება.

მაისურების ბრენდირება განსაკუთრებით კარგად მუშაობს ღია სივრცეში – ფესტივალებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ კორპორაციულ შეხვედრებზე. ასეთ კონტექსტში ბრენდირებული მაისური, ადამიანთან ერთად, ხედვის არეში მუდმივად ჩნდება და ყურადღებას იქცევს.

ქსოვილის არჩევანიც მნიშვნელოვანია. სპორტული ღონისძიებისთვის განკუთვნილი ბრენდირებული მაისური ფუნქციური უნდა იყოს, კორპორაციული საჩუქარი კი – კომფორტული და გამძლე. ეს განსხვავება პროდუქტის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. 

ხარისხი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მასალა, რომელიც პირველი რეცხვის შემდეგ ფერს კარგავს, ბრენდის შესახებ არასწორ სიგნალს გვიგზავნის. სარეკლამო კომპანია კეიპაქსი PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის წევრია, რაც სერტიფიცირებულ მომწოდებლებთან მუშაობის საშუალებას იძლევა, ისეთ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქციაც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ბეჭდვა ინარჩუნებს ფერს, ხოლო ქსოვილი – ფორმას.

“კეიპაქსი” მაისურზე ბეჭდვას მომხმარებელს ინდივიდუალური მიდგომით სთავაზობს. კატალოგიდან ირჩევთ სტილსა და ქსოვილს, ჩვენ კი ბეჭდვასა და მოწოდებაზე ვზრუნავთ. სტანდარტულ გადაწყვეტას არ ვთავაზობთ – ვქმნით იმას, რაც თქვენი კომპანიის იდენტობას შეესაბამება.