რატომ არ გამოიყურება თქვენი ლოგო პრინტზე კარგად და როგორ გავასწოროთ ეს?

კომპანიის ლოგო ეკრანზე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც უნდა იყოს – ფერები სწორია, კიდეები მკვეთრია, პროპორციები კი ადგილზეა, მაგრამ როდესაც ის დაბეჭდილი სახით, ქაღალდზე ან მაისურზე ჩნდება, სურათი იცვლება: ფერი გაფერმკრთალებულია, კიდეები – ბუნდოვანი, ლოგო კი, ამ ყველაფრის ფონზე, შეცვლილი. 

ზოგჯერ პრობლემა პირველივე ბეჭდვისას ჩანს, ზოგჯერ კი მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელთ მზა პროდუქტი გვაქვს. მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა, მაგრამ, როგორც წესი, პრობლემა სამი ეტაპიდან ერთ-ერთშია – ფაილის ტიპში, ფერთა სისტემასა ან მასალასა და ზომაში. სამივე ეტაპი ერთმანეთთანაა კავშირში და ერთ-ერთში დაშვებული შეცდომა საბოლოო შედეგს ცვლის.

ფაილის ტიპი – პრობლემა ყველაზე ხშირად აქ იწყება

ციფრულ სამყაროში გამოსახულების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: რასტრული და ვექტორული. გარეგნულად ისინი ეკრანზე თითქმის ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ბეჭდვისას განსხვავება ნათელი ხდება.

რასტრული ფაილი, მაგალითად, JPG ან PNG, კონკრეტული რაოდენობის პიქსელებისგან შედგება. ეკრანზე ის შეიძლება, ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ბეჭდვისას, განსაკუთრებით თუ ლოგო უფრო დიდ ზომამდე იზრდება, პიქსელები ჩანს. ანუ, გამოსახულება „იშლება”. სწორედ ეს ხდება, როდესაც სოციალური მედიისთვის ან საიტისთვის შექმნილ ფაილს ბეჭდვისთვის ვიყენებთ. ის ამ მიზნისთვის არ არის განკუთვნილი.

ვექტორული ფაილის, მაგალითად, .ai, .eps ან .svg-ის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. ის მათემატიკური ფორმულებით, წერტილებითა და მრუდებით აღწერს გამოსახულებას. შედეგად, ვექტორული ლოგო შეიძლება, პოსტერის ზომამდე გაიზარდოს ან სავიზიტო ბარათზე დაიბეჭდოს, ხარისხი კი არ შეიცვლება. სწორედ ამიტომ, პოლიგრაფიაში ვექტორული ფაილია სტანდარტი, რომელსაც ფოტო-სტუდიების უმეტესობა იყენებს.

გრაფიკოსი, რომელიც ლოგოს ქმნის, ვალდებულია, ვექტორული ფაილიც გადმოგცეთ – ეს ბეჭდვისთვის სავალდებულო საბაზისო ფაილია.

ფერი ეკრანზე და ფერი ქაღალდზე ერთი და იგივე არ არის

ეკრანი ფერს გამოსხივებით ქმნის – RGB სისტემით, სადაც წითელი, მწვანე და ლურჯი ერთად ნებისმიერ ელფერს წარმოქმნის. ბეჭდვაში კი სრულიად სხვა სისტემა მუშაობს – CMYK, ანუ ოთხი მელანი: ცისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი.

პრობლემა ის არის, რომ RGB-ის ზოგიერთი ფერი CMYK-ში ზუსტად ვერ გადმოიცემა. ნათელი, ელექტრო-ლურჯი ეკრანზე შესანიშნავად ჩანს, მაგრამ ბეჭდვისას ოდნავ მუქ ელფერში გადადის. ეს ფიზიკური შეზღუდვაა, რომელიც ორ სისტემას შორის არსებობს.

ამ სხვაობის გამო, ბრენდის ფერთა პალიტრა ბეჭდვისთვის ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული. კომპანიები, რომლებსაც ბრენდის გაიდლაინი აქვს, ხშირად RGB-ის გვერდით CMYK-ის მნიშვნელობებსაც ინახავს. ეს სწორი პრაქტიკაა, რომელიც ბეჭდვის ყველა ეტაპზე გამოდგება – იქნება ეს ლოგოს ქაღალდსა თუ მაისურზე ბეჭდვა.

სწორედ ამიტომ, სანამ შეიქმნება ნივთები კომპანიის ლოგოთი, ლოგოს ფაილი CMYK-ის მიხედვით უნდა იყოს მომზადებული. 

ქაღალდის ფერი და ტექსტურა – ნივთები კომპანიის ლოგოთი

ბევრი კომპანია ბეჭდვის ხარისხს ორ კომპონენტამდე ამარტივებს – ფაილი და პრინტერი. მაგრამ ქაღალდი, ან სხვა ნებისმიერი მასალა, რომლებზეც ლოგო იბეჭდება, ასევე განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

CMYK მელნები გამჭვირვალეა. ეს ნიშნავს, რომ ქაღალდის ან ქსოვილის ფერი მელნის ფერს შეესაბამება და ორივე ერთად ქმნის იმას, რასაც ვხედავთ. თეთრ მასალაზე ლოგოს ბეჭდვისა და ყვითელ ქაღალდზე ბეჭდვის შედეგი განსხვავებული იქნება, მაშინაც კი, თუ ფაილი ზუსტად ერთი და იგივეა.

ანალოგიური ეფექტი მუქი ტანსაცმელზეც ვრცელდება. ლოგო მაისურზე, თუ ქსოვილი მუქია, ნათელ ფერებს „აქრობს”. 

გარდა ამისა, მასალის ტექსტურაც მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე ბეჭდვა განსხვავებულ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

პრინტის ზომა – ის, რაზეც ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ

ლოგო პრინტზე პოსტერისთვის და ლოგო პრინტზე სავიზიტო ბარათისთვის სხვადასხვა მომზადებას მოითხოვს. ეს არა მხოლოდ ფაილის ფიზიკურ ზომებს, არამედ ხარისხსაც ეხება. 

ზოგიერთი ლოგო მცირე ზომაში კარგად გამოიყურება, მაგრამ დიდ ფორმატზე მისი სუსტი მხარეები და ისეთი დეტალები ჩანს, რომლებიც ეკრანზე, პატარა ზომით, ყურადღებას არ იქცევდა. ზოგჯერ ეს შრიფტის სისქეა, ზოგჯერ – ელემენტებს შორის მანძილი. 

პირიქითაც ხდება: ლოგო, რომელიც A1 ზომაზე კარგად აღიქმება, ბარათზე ან კალამზე “იკარგება”. ამ შემთხვევებში, ლოგოს გამარტივებული, ადაპტირებული ვერსია სჭირდება, რომელიც მცირე ზომაშიც ასევე მკაფიოდ წაიკითხება.

ამ ნიუანსებს, სანამ იგეგმება ნივთების დაბრენდვა კომპანიისთვის, ყურადღება ეთმობა. სწორი ფაილი, ზომა და მასალა – ეს სამი პირობა ერთმანეთს ავსებს და ერთ-ერთის გამოტოვება საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება. 

პრაქტიკული გზა, რომ ბეჭდვის შემდეგ მოულოდნელობა თავიდან ავიცილოთ, შედარებით მარტივია.

ჯერ შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ლოგო ვექტორულ ფორმატში. თუ გრაფიკოსი მხოლოდ JPG ან PNG გთავაზობთ, ეს ნიშანია, რომ ფაილი ბეჭდვისთვის მომზადებული არ არის. ვექტორული ფაილი ბეჭდვის ნებისმიერ ეტაპზე საჭიროა და ის ლოგოს შექმნის პროცესში უნდა მომზადდეს.

ფერების ადაპტაცია არ ხდება ავტომატურად და ხშირად ამ ეტაპს ყველაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა.

და ბოლოს, სანამ დიდი რაოდენობით შეკვეთა გაიგზავნება, მოითხოვეთ საპილოტე ეგზემპლარი. ეს პატარა ნაბიჯი ბევრ პრობლემას ბეჭდვამდე გამოავლენს. 

რა ხდება, როდესაც ეს ეტაპები სწორად იგეგმება

კარგად მომზადებული ლოგო ბეჭდვის შემთხვევაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც ეკრანზე, ნივთები კომპანიის ლოგოთი კი – ხარისხიანი.

კომპანია, რომელიც ბრენდირებულ ნივთებს ამზადებს, ამ ეტაპებს ბოლომდე გადის – ლოგოს შემოწმებიდან საბოლოო ეგზემპლარის დადასტურებამდე. სწორედ ეს გამოარჩევს “კეიპაქსს”, რომელთან პარტნიორობის შემთხვევაში შედეგი ყოველთვის პროგნოზირებადი, ხარისხიანი და გამართლებულია. 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *