რატომ და როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესიონალი ბრენდინგ კომპანია?

ბრენდის შექმნა მარტივი პროცესი არაა. ის სწორი პარტნიორს, სტრატეგიის, ვიზუალისა და გზავნილების შემქმნელსა და გამაერთიანებელს საჭიროებს. 

ქართულ ბაზარზე პროფესიონალურ ბრენდინგ კომპანიას უნდა აინტერესებდეს, ვინ ხართ, ვის ემსახურებით და რა გზავნილს ავრცელებთ მომხმარებლებში.  ეს კითხვები, სწორი პასუხების გარეშე, როგორც წესი, ფუჭ ძალისხმევად იქცევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალი კომპანიას?

2025 წლის Edelman-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% ენდობა ბრენდებს, რომლებსაც თავად იყენებს. ეს მაჩვენებელი სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და NGO-ების ნდობის დონეს აჭარბებს. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ისთვის ნდობა ბრენდის მიმართ მისი პროდუქციის შეძენის ისეთივე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, როგორიც ხარისხი და ფასი. ეს ციფრები მეტყველებს, რომ ბრენდი გაყიდვების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 

Design Council-ის Design Value Framework ამ კავშირს კიდევ ერთ ახსნას უძებნის. პროფესიონალური ბრენდინგი კომპანიას ეხმარება, კითხვები სწორად დასვას, გადაწყვეტილებები ადრეულ ეტაპზე მიიღოს და რესურსები მიზანს გაფლანგვის გარეშე მოარგოს. ეს ფინანსური ეფექტია. განსხვავება სწორ და არასწორ ბრენდინგს შორის ხშირად სწორედ იქ ჩანს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. 

რა ხდება, როცა ბრენდინგი ზედაპირულია?

ლოგო გაკეთებულია, ფერები შეთანხმებული, სოციალური მედიის გვერდი კი – შევსებული, მაგრამ სტრატეგია არ არსებობს, რაც დიდი პრობლემაა. 

მომხმარებელი ვერ ხვდება, ვინ ხართ, რა განგასხვავებთ კონკურენტისგან და რატომ შეიძლება, გენდონ – ეს კი ნდობის დეფიციტია, რაც, Edelman-ის კვლევის მიხედვით, გაყიდვების სტაგნაციას იწვევს. 

Edelman-ის მონაცემებით, როცა კომპანია მომხმარებლებს თავს არ ახსენებს, თავის პოზიციებს არ ხსნის – ნეიტრალურად არ აღიქმება. მომხმარებელთა 53% ამ შემთხვევაში ვარაუდობს, რომ კომპანია ან არაფერს აკეთებს, ან რაღაცას მალავს. ეს კი ნიშნავს, რომ ბრენდინგში, ინვესტიციის გარეშე, კომპანია პოზიციას კარგავს, მის ადგილს კი სხვა იკავებს. 

როგორ ამოვიცნოთ პროფესიონალი ბრენდინგ კომპანია?

  • დოკუმენტირებული გამოცდილება – ეს მხოლოდ პორტფოლიოს არ გულისხმობს, მოაზრებულია სამუშაო ნიმუშები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანებს შესაბამისი მეთოდებითა და შედეგებით წყვეტს. HubSpot-ის Solutions Partner Credentials სისტემა ამ საკითხს ეხმიანება: პროფესიონალი პარტნიორი ვალდებულია, არა მხოლოდ ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება დაამტკიცოს, ამისთვის კი რეალური პროექტების დოკუმენტაცია და დამკვეთთა შეფასებები გამოიყენოს. 
  • გამჭვირვალობა პირობებში – პროფესიონალი ბრენდინგ კომპანია პროცესის დასაწყისშივე გეუბნებათ, რას გააკეთებს, ვის ეკუთვნის შექმნილი მასალა და რა ფარგლებში შეიძლება მისი გამოყენება. კომპანიები ხშირად ხვდებიან სიტუაციაში, როცა შექმნილი კონტენტის განახლებას, გამოყენებას ან გადაცემას  ვერ ახერხებენ, რადგან ფაილები ან საავტორო უფლებები სხვას ეკუთვნის. AIGA-ს სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, ფრილანსერი ან სააგენტო, ზოგადი წესით, საავტორო უფლებებს შექმნილ მასალაზე იქამდე ინარჩუნებს, სანამ პირობები ზუსტად არ იქნება განსაზღვრული.
  • სტრატეგიული სიღრმე – კომპანია, რომელიც მხოლოდ ვიზუალს ქმნის, ნაწილობრივ პასუხობს საჭიროებებს. Design Council-ის Framework-ის მიხედვით, პროფესიონალური ბრენდინგი ოთხ სფეროს ფარავს: სოციალურს, ფინანსურს, დემოკრატიულსა და გარემოსდაცვითს. ეს ჩამონათვალი შეიძლება, აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ კარგი ბრენდი ადამიანებთან ნამდვილ კავშირს ქმნის, ბიზნეს შედეგებს ასახავს და ორგანიზაციის მთლიანობას წარმოადგენს. 
  • პიროვნული მიდგომა – Edelman-ის კვლევა ამ წერტილს ხაზს უსვამს: მომხმარებელი ელოდება, რომ ბრენდი მის პიროვნულ სინამდვილეს სტაბილურობის, სანდოობის, კონკრეტული სარგებლის გაგებით შეეხება. ეს კი ნიშნავს, რომ პროფესიონალი ბრენდინგ კომპანია არა მხოლოდ ზოგად ვიზუალს, არამედ ისეთ სახეს ქმნის, რომელიც კონკრეტულ ადამიანს შესაბამის კონტექსტში შესაბამის განცდას უჩენს.

კარგი ბრენდინგ კომპანიის ამოცნობა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ სამი კითხვა ამ პროცესს ძალიან ამარტივებს: შეუძლია თუ არა კომპანიას, გაკეთებულ სამუშაოზე კონკრეტული შედეგებით ისაუბროს? გამჭვირვალეა თუ არა საავტორო უფლებებისა და ფაილების გადაცემის შესახებ პირობები? ქმნის თუ არა სტრატეგიას, რომელიც ვიზუალს ბრენდის იდენტობად აქცევს?

ამ პროცესში თუ კორპორაციული მერჩი ან ბრენდირებული პროდუქციის შერჩევა დაგაინტერესებთ, ამ პროცესში “კეიპაქსს”, საუკეთესო სარეკლამო კომპანიას თბილისში, უნდა მიმართოთ. ბრენდირებული ნივთი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ის ბრენდს ემსახურება და ეს, თავის მხრივ, სწორი პარტნიორის შერჩევიდან იწყება.

“კეიპაქსი”, როგორც საუკეთესო სარეკლამო კომპანია თბილისში, PSI-ს წევრობითა და ზუსტი ვიზუალური იდენტობით ისე მუშაობს, რომ ბრენდირებული პროდუქტი კომპანიას ემსახურებოდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *