5 პროდუქტი, რომლის დაბრენდვითაც თქვენს კომპანიას ყველგან გამოაჩენთ

სარეკლამო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ისეთ ციფრულ არხებს ხმარდება, როგორებიცაა სოციალური მედია, ბანერები და ფასიანი რეკლამა. ეს ინსტრუმენტები კარგად მუშაობს, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ კამპანია გრძელდება. ბრენდირებული ნივთი სხვაგვარად პოზიციონირებს, ის გარემოში ადამიანების ყურადღებას ისე იქცევს, რომ ამ პროცესს ყოველდღიური ზედამხედველობა არ სჭირდება.

თანამედროვე კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ ბრენდირებულ ნივთებს არა მხოლოდ საჩუქრად, არამედ სარეკლამო ინსტრუმენტადაც. Google, Apple და სხვა დიდი კომპანიები წლებია, ამ პრაქტიკას მიჰყვებიან – თანამშრომელი ატარებს კომპანიის ლოგოიან ჰუდს, მომხმარებელს სახლში მიაქვს ბრენდირებული ჭიქა. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ნივთი ახალ სივრცეში გამოჩნდება, ბრენდს უცნობი ადამიანები ხედავენ.

რომელი ნივთები მუშაობს სარეკლამო ინსტრუმენტად უკეთ? ყველა ბრენდირებული ნივთი ერთნაირი სიხშირით არ გამოიყენება –  ზოგი მაგიდის უჯრაში თავსდება, ზოგი კი ყოველდღიურად მოხმარებადია. ქვემოთ 5 ისეთი პროდუქტის შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც მეორე კატეგორიაში ხვდება.

ჰუდი და მაისური

ტანსაცმელი ყველაზე გავრცელებული სარეკლამო ნივთია და ეს შემთხვევითი არ არის. ბრენდირებული მაისური ან ჰუდი ოფისის გარეთაც გამოიყენება – ქუჩაში, კაფესა თუ სპორტდარბაზში. ერთი ნივთი ბევრ სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება და თქვენი ბრენდის ლოგო სხვადასხვა ადამიანის თვალს ხვდება. 

კვლევები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 69% ბრენდირებულ ტანსაცმელს სამსახურს გარეთაც ატარებს. ეს ციფრი ნიშნავს, რომ ბრენდირებული ჰუდი ან მაისური, ფაქტობრივად, მოძრავი სარეკლამო პროდუქტია. ამას ადასტურებს ისიც რომ მაისურზე ბეჭდვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოთხოვნაა მომხმარებლისგან.

ტანსაცმლის შემთხვევაში ხარისხი გადამწყვეტია. ადამიანი ატარებს იმ ნივთს, რომლის ტარებაც სიამოვნებს. 

ქუდი

ქუდი კომპაქტური, პრაქტიკული და ფართოდ გამოყენებადი ნივთია. ის მხოლოდ სეზონური პროდუქტი არ არის, მაგალითად, ბეისბოლის სათამაშოდ განკუთვნილი ქუდი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და სტილის მქონე ადამიანების მიერ თამაშის მიღმაც გამოიყენება.

სარეკლამო თვალსაზრისით, ქუდი კონკრეტული მიზეზის გამო გამოირჩევა: ლოგო სახის სიახლოვეს, თვალის სიმაღლეზეა მოქცეული. იმ ადგილზე, საითკენაც ყურადღებას  ბუნებრივად მივმართავთ. სხვა ნივთებთან შედარებით ( ჩანთა, კალამი, ბლოკნოტი), ქუდი იმითაც გამოირჩევა, რომ ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც სახის სიახლოვეს ხედავენ. ეს ბუნებრივი ყურადღების მექანიზმია, რომელსაც ქუდი კარგად იყენებს.

თერმო ჭიქა

ყველა ოფისში, სამუშაო სივრცესა თუ სამგზავრო ვაგონში თერმო ჭიქას ხშირად შეხვდებით. ეს ნივთი კოლეგების, მომხმარებლებისა თუ უბრალოდ შემხვდრი ადამიანების თვალს მარტივად ხვდება.

მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ადამიანი თერმო ჭიქას მხოლოდ მაშინ ჩაანაცვლებს ახლით, როდესაც ის ფიზიკურად დაზიანდება. ხარისხიანი ჭიქა წლობით გამოიყენება – ეს ნიშნავს, რომ ციფრული კამპანიისგან განსხვავებით, ამგვარი დანახარჯი მეტად გონივრულია, რადგან არ არის ერთჯერადი. 

თერმო ჭიქაზე, მისი ზედაპირის გამო, ლოგო კარგად ჩანს. ეს ხილული და თვალისთვის აღქმადი, განმეორებადი ეფექტი კი ბრენდის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმია.

ნაჭრის ჩანთა

სასურსათო ჩანთა ბოლო წლებში კონკრეტული სტილის შემადგენელ კომპონენტად იქცა. ადამიანები ნაჭრის ჩანთებს ბაზარში, სუპერმარკეტში, სპორტდარბაზში თუ სეირნობისას ატარებენ. ნაჭრის ჩანთა პრაქტიკული მიზეზითაც გამოიყენება – მსუბუქია, ადვილად ეტევა ჯიბეში და ყოველთვის საჭიროა.

სარეკლამო ეფექტი ამ შემთხვევაში ნივთის სიმარტივის შედეგია. ადამიანი ატარებს ისეთ ნივთს, რომელიც მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ეხმარება და ბრენდი ამ ჩვევის ბუნებრივი ნაწილი ხდება.

კიდევ ერთი ასპექტია ის, რომ ნაჭრის ჩანთა სოციალურ მედიაშიც ხშირად ჩნდება. ადამიანები, რომლებიც ნაჭრის ჩანთებს, როგორც სტილის ნაწილს, ისე აღიქვამენ და ატარებენ მას, სოციალურ ქსელში ათავსებენ ფოტოებს, აღნიშნული ჩანთა კი კადრში ხვდება. ეს ორგანული ჩართულობაა, რომელსაც ფასიანი კამპანია ვერ გამოიწვევს.

ქოლგა

ქოლგა ამ სიაში “ვიზუალურად” ყველაზე მარტივად აღქმადი ნივთია. მისი ზომის გათვალისწინებით, ლოგო ნებისმიერ ამინდში (თუ მწველი მზე დიდი ხანია, გაწუხებთ ან წვიმაში სეირნობა მოგინდათ) და ყველასთვის აღქმადია. 

ადამიანი ქოლგას წლობით ინახავს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ წვიმა ქალაქში ყველაზე “სოციალური” ამინდია. ადამიანები ერთმანეთთან ახლოს დგანან, ყურადღება გარემოს ეთმობა და სწორედ ამ მომენტში ჩანს ბრენდირებული ქოლგა ყველაზე კარგად.

ამასთან, ხშირი არაა შემთხვევები, როცა ბრენდები გადაწყვეტენ, მოსაწყენი ნივთების ნაცვლად, ადამიანებისთვის რეალურად გამოსაყენებელი პროდუქცია დაბრენდონ, შესაბამისად, თუ თქვენთვის თანამშრომლებისა და მომხმარებლების რეალური საჭიროებები მნიშვნელოვანია, ბრენდირებული ქოლგა ამის წარმოჩენაში მარტივად დაგეხმარებათ. 

ამ 5 ნივთიდან ყველა ერთ პრინციპს ეფუძნება: ადამიანი მათ ნებაყოფლობით, ყოველდღიურ კონტექსტში იყენებს. ეს იმ ტიპის სარეკლამო ეფექტია, რომელსაც ციფრული კამპანია ვერ ახდენს – ბუნებრივი და განმეორებადი.

ბრენდირებული ნივთის შერჩევა, შედეგის თვალსაზრისით, ლოგოს განთავსებით არ სრულდება. ის სრულდება მაშინ, როდესაც ნივთი იმდენად კარგია, რომ ადამიანი მას ოფისში, ქუჩაში თუ მოგზაურობისას სიამოვნებით გამოიყენებს.

 სარეკლამო კომპანია “კეიპაქსი” სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა: ნივთი გამოსადეგი, გამძლე და ბრენდთან ლოგიკურად დაკავშირებული უნდა იყოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *