კორპორაციული მერჩის შესახებ ქართულ ბიზნეს სივრცეში სულ უფრო ხშირად მოისმენთ. მაისური ლოგოთი, თერმო ჭიქა კომპანიის სახელით ან ბრენდირებული ბლოკნოტი დღეს მხოლოდ საჩუქარი აღარ არის. ის ბრენდის ვიზუალური იდენტობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.
კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ბრენდირებულ პროდუქტებს გრძელვადიანად ინახავს და ყოველდღიურად იყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ კარგად შერჩეული მერჩი კომპანიას თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში ახსენებს ადამიანებს, მათ შორის, თანამშრომლებს, დამკვეთებსა და პარტნიორებს.
ქართული ბაზრისთვის ეს თემა შედარებით ახალია. სინამდვილეში, ის საკმაოდ საინტერესო საკითხია და სჯობს, სიღრმისეულად გავეცნოთ.
კორპორაციული მერჩის არსი
კორპორაციული მერჩი არის ნებისმიერი ნივთი, რომელზეც კომპანიის ვიზუალური იდენტობა – ლოგო, ფერი, სლოგანი ან დიზაინია დატანილი. ტანსაცმელი, საოფისე ნივთები, ტექნიკური აქსესუარები – ყველა ეს პროდუქტი ბრენდის ფიზიკური სახეა.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური სარეკლამო პროდუქცია და კორპორაციული საჩუქარი ერთმანეთისგან განვასხვავოთ. პირველს კომპანიები ადამიანებს ღონისძიებებზე ურიგებენ, ხოლო საჩუქარი კონკრეტული ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ორივე მერჩის კატეგორიაში ერთიანდება, მაგრამ მათ განსხვავებული მიზანი და ფორმა აქვს.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე, არის ხარისხი. ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ხარისხიანი ბრენდინგით შექმნილი საუკეთესო ბრენდირებული პროდუქცია გაცილებით დიდხანს ინახება და ბრენდის აღქმაზეც დადებითად აისახება.
რატომ მუშაობს მერჩი სხვა სარეკლამო ინსტრუმენტებზე უკეთ?
ციფრული რეკლამა მყისიერია, ადამიანი მას, როგორც წესი, რამდენიმე წამით ხედავს. კორპორაციული მერჩი კი ადამიანის ცხოვრებაში ფუნქციურ დატვირთვას ატარებს.
შეიძლება, ზოგისთვის დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა როდესაც თანამშრომელი ყოველ დილას ბრენდირებული თერმო ჭიქით სვამს ყავას, ეს განმეორებად ქმედება ბრენდსა და თავად ამ ადამიანის განწყობებზე დადებით გავლენას ახდენს. იგივე ეხება ჰუდს, რომელსაც ოფისის გარეთაც ატარებენ, ჩანთას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ, Power Bank-ს, რომელიც მოგზაურობისას საჭირო თანამგზავრია და ა.შ. ბრენდი ამ დროს ადამიანის ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.
არის კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია. როდესაც ხარისხიანი საჩუქრის ჩუქებით ადამიანში კომპანიის მიმართ მადლიერების გრძნობას იწვევთ. ეს კი უფრო ღრმა და გრძელვადიანი ემოციური კავშირია, ვიდრე ის, რასაც ცალკეული რეკლამა ქმნის.
კორპორაციული მერჩის ძირითადი კატეგორიები
პროდუქტების მრავალფეროვნება დიდია, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში რამდენიმე კატეგორია განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება:
- ბრენდირებული ტანსაცმელი – ჰუდები, მაისურები, ქუდები. ეს კატეგორია ორ მიზანს ერთდროულად ემსახურება: ერთი მხრივ, თანამშრომლებში გუნდური კუთვნილების განცდას ქმნის, მეორე მხრივ კი, ბრენდის ხილვადობას ოფისის მიღმაც ავრცელებს.
- ბრენდირებული საოფისე ნივთები – ბლოკნოტები, კალმები, ნოუთბუქის ქეისები, მაუს-პადები. განსაკუთრებით ახალი თანამშრომლების Welcome ნაკრებში ეს ნივთები პირველად შთაბეჭდილებას ქმნის.
- ბრენდირებული აქსესუარები – თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები, Power Bank-ები, ჩანთები. ეს ალბათ ყველაზე უნივერსალური კატეგორიაა, რადგან ამ ნივთებს ადამიანი ყველგან – სამსახურში, სახლსა თუ გადაადგილებისას იყენებს. ამიტომ მათი გავლენა საკმაოდ დიდია.
- ტექ-აქსესუარები – უსადენო დამტენები, USB-ები, ყურსასმენები. ეს კატეგორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს თანამედროვე, ინოვაციურ ბრენდად აღიქვამს. ამასთან, ტექ-ნივთები ძვირადღირებულად აღიქმება, რაც ბრენდის აღქმასაც შესაბამისად ცვლის.
- ეკო-მერჩი – ხელმეორედ გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ჩანთები, ბამბუკის კალმები, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები. ეს დღეს მხოლოდ ტრენდი აღარაა და კომპანიის ღირებულებების გამოხატვის ერთ-ერთ გზად იქცა. თუ ბიზნესი ამბობს, რომ გარემოზე ზრუნავს, მისი მერჩიც ამ განცხადებას უნდა ამყარებდეს.
სწორი მერჩის არჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის
ბევრი კომპანია მერჩის შერჩევას ასე უდგება: ირჩევენ ნივთს, რომელიც მოსწონთ, აკეთებენ ლოგოს და ურიგებენ ადამიანებს. სინამდვილეში ამ პროცესში რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯია, რომლებიც შედეგზე გავლენას ახდენს:
პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის ის, თუ რას ემსახურება ეს კონკრეტული მერჩი? ახალი თანამშრომლის Welcome ნაკრებია, ღონისძიების სტუმრებისთვისაა განკუთვნილი თუ გრძელვადიანი დამკვეთისთვისაა შექმნილი? ამ სამი მიზნისთვის სამი სხვადასხვა მიდგომაა საჭირო.
მეორე – კონკრეტულად რომელი სამიზნე აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი? 25 წლის IT-სპეციალისტისთვის და 50 წლის ბიზნეს-პარტნიორისთვის ერთი და იგივე ნივთი ვერ იქნება შესაფერისი. აუდიტორიის გაცნობიერება მერჩის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია.
მესამე – სად და როგორ გამოიყენება ის? ოფისში თუ ოფისის გარეთ? ყოველდღიურად თუ მხოლოდ ღონისძიებებზე? ეს დეტალები ნივთის ხარისხსა და ფორმატზე აისახება.
მერჩის ხარისხი
მერჩის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა იაფი მასალის შერჩევაა. ეს მიდგომა ფინანსურად გამართლებული ჩანს, მაგრამ ბრენდისთვის საპირისპირო შედეგი მოაქვს. ნივთი, რომელიც ორ კვირაში ფერს კარგავს ან სხვაგვარად ზიანდება, ბრენდის აღქმაზე უარყოფითად მოქმედებს. ადამიანი გაუცნობიერებლად მერჩის ხარისხს უკავშირებს მომსახურებასაც, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.
სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში საერთაშორისო ტენდენცია ცალსახად შეიცვალა: ბრენდები რაოდენობის გაზრდას ხარისხის შემცირების ფონზე აღარ ცდილობენ.
“კეიპაქსის” მიდგომა
“კეიპაქსი” ბრენდირებულ პროდუქციაზე ევროპის, ჩინეთისა და თურქეთის სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან თანამშრომლობს. PSI-ის წევრობა გულისხმობს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან წვდომას, რაც თითოეული პროდუქტის საიმედოობის საფუძველია.
ჩვენი მიდგომა სტანდარტული კატალოგის მიხედვით დამკვეთისთვის პროდუქციის შეთავაზებას არ გულისხმობს. თითოეული შეკვეთა თქვენი ბრენდის ვიზუალური იდენტობის გაცნობითა და ფერის, სტილის, ღირებულებების გააზრებით იწყება. სწორედ ამის საფუძველზე ვადგენთ, რომელი პროდუქტი და რა ფორმა გამოხატავს ბრენდს საუკეთესოდ.
მინიმალური შეკვეთის რაოდენობა 50 ერთეულია, შესრულების სტანდარტული ვადა – 25-30 კალენდარული დღე. სასწრაფო შეკვეთის შემთხვევაში, ექსპრეს-მიწოდება 15 კალენდარული დღის ვადაშია შესაძლებელი.
გააზრებულად შექმნილი კორპორაციული მერჩი ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და სანდო გამოხატვის ფორმად იქცევა. სწორედ ასეთი შედეგისთვის მუშაობს “კეიპაქსი”.



