კომპანიების კულტურის ნაწილი ყოველთვის იყო ის, რომ თანამშრომლებისთვის, დამკვეთებისა და პარტნიორებისთვის საჩუქარი გაეგზავნათ. დღეს კორპორაციული საჩუქარი აღარ არის ფორმალობა, რადგან ის ბრენდის ნაწილია, და ისევე, როგორც ლოგო ან ფერი, ადამიანებზე შთაბეჭდილებას ტოვებს.
კომპანიები საჩუქარს სხვებს სხვადასხვა მიზეზით ჩუქნიან. ზოგი ახალ თანამშრომელს ულოცავს პირველ დღეს, ზოგი დამკვეთს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უხდის მადლობას, ზოგი კი კორპორაციულ ღონისძიებებზე ამ გზით ბრენდის იდენტობას გამოხატავს. მიზანი შეიძლება, განსხვავდებოდეს.
ბრენდირებული ნივთი, როგორც სარეკლამო ხერხი
ბრენდირებულ ნივთს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, ის, თანამშრომელთან ან დამკვეთთან ერთად, კომპანიის იდეასაც გამოხატავს. Power Bank, ჩანთა ან თერმო ჭიქა ყოველდღიურად გამოიყენება და ადამიანებს კონკრეტულ ბრენდს ახსენებს.
ნივთი კომპანიის ვიზუალურ იდენტობას თვეების განმავლობაში ინახავს. სხვა სარეკლამო ინსტრუმენტების ნაწილი სწრაფად დავიწყებადია, ბრენდირებული ნივთი კი ყოველდღიური გამოყენების საგანი ხდება. განსხვავება სწორედ ეს არის: ციფრული რეკლამა ადამიანს წამით ამახსოვრდება, ხოლო ბრენდირებული ნივთი – დიდხანს.
საჩუქარი, რომელიც თანამშრომელზე დადებითად მოქმედებს
გლობალური კვლევები ადასტურებს, რომ თანამშრომელთა დაახლოებით 60%-ს კომპანიას უფრო დადებითად აფასებს, როდესაც კორპორაციული საჩუქარი გააზრებულია და იდენტობასთან ახლოსაა.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად იქცევს ყურადღებას: ბრენდირებული საჩუქარი კომპანიის კულტურაზე მეტყველებს. ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებზე ზრუნვას ხარისხიანი, გააზრებული ნივთით გამოხატავს, სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს განსხვავება ხშირად წვრილმანებში ჩანს – ნივთის ხარისხში, შეფუთვაში და ა.შ.
საინტერესოა ისიც, რომ ბრენდირებული საჩუქრის გავლენა მხოლოდ მიმღებით არ შემოიფარგლება. თუ თანამშრომელი ბრენდირებულ ჩანთას ქუჩაში ატარებს, ბრენდირებულ ჭიქას აქტიურად იყენებს ან ბრენდირებულ ჰუდს სახლშიც იცვამს – ვიზუალური იდენტობა ორგანულად, გეგმის გარეშე ვრცელდება. ეს კი ნებისმიერი მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიისთვის ძნელად მისაღწევი ეფექტია.
რა ნივთები გამოდგება კორპორაციულ საჩუქრად?
კარგ კორპორაციულ საჩუქარს ადამიანი რეალურად უნდა იყენებდეს. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული კატეგორიები, რომლებიც პრაქტიკულ საჭიროებებს პასუხობს:
- ბრენდირებული საოფისე ნივთები – ნოუთბუქის ქეისები, კალმები, ბლოკნოტები, მაუს-პადები. ეს ნივთები სამუშაო დღის ნაწილი ხდება და ბრენდი მათ გვერდით ყოველთვის ხილულია. განსაკუთრებით ახალი თანამშრომლებისთვის, საოფისე ნივთების ნაკრები პირველ დღეს სწორ გზავნილს აგზავნის: კომპანია დეტალებს ყურადღებას აქცევს. ეს შთაბეჭდილება კი სამუშაო ურთიერთობის ტონს პირველივე დღიდან განსაზღვრავს. ოფისში ყოველდღე გამოყენებული ნივთი, ლოგოთი, ბრენდის ერთგვარი მუდმივი თანმხლებია.
- ბრენდირებული ტანსაცმელი – ჰუდები, მაისურები, ქუდები კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილი ხდება. ეს ტანსაცმელი ოფისის გარეთაც, შეგვიძლია, ვატაროთ, რაც ბრენდის ხილვადობას სამუშაო სივრცის მიღმაც ზრდის. განსაკუთრებით გუნდური ღონისძიებების, ტრენინგებისა და კორპორაციული გასვლების დროს ბრენდირებული ტანსაცმელი საერთო კუთვნილების განცდას ქმნის. ბრენდირებული ტანსაცმელი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ორგანული გზაა ბრენდის გავრცელებისთვის. ადამიანი, რომელიც კომპანიის ჰუდს ნებაყოფლობით ატარებს, ყოველგვარი ხელოვნური ძალისხმევის გარეშე ბრენდის ამბასადორი ხდება. ამ ეფექტის მისაღებად ტანსაცმელი ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ის სახლის მიღმაც ჩაიცვას. ამიტომ ხარისხი, მასალა და დიზაინი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ლოგო.
- ბრენდირებული აქსესუარები – თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები, Power Bank-ები, ჩანთები – ეს ყველაზე პოპულარული კატეგორიებია. ეს ნივთები სამსახურში, გზაში და სახლშიც გამოიყენება.
“კეიპაქსი” – კორპორაციული საჩუქრები თქვენი ბრენდის სახელით
კეიპაქსი ბრენდირებული პრომო აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ – ევროპიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან. PSI-ის წევრობა სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან უშუალო წვდომასგულისხმობს, რაც ხარისხის სტანდარტზე პასუხისმგებლობის ნაწილია.
ჩვენ არ გთავაზობთ სტანდარტულ კატალოგს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული პროდუქტი თქვენი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას ზუსტად ასახავდეს – ფერით, მასალითა თუ დიზაინით. თუ კონკრეტული საჭიროება გაქვთ, რომელიც სტანდარტულ კატალოგში ვერ იპოვეთ, ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომით ვმუშაობთ.
თქვენ ირჩევთ პროდუქტს, ჩვენ კი ვზრუნავთ დიზაინსა და მიწოდებაზე. მინიმალური შეკვეთა 50 ერთეულია, სტანდარტული შესრულების ვადა კი – 25-30 კალენდარული დღე. სასწრაფო შემთხვევაში ექსპრეს მიწოდებაც შესაძლებელია – 15 კალენდარულ დღეში.



