PPAI-ის 2026 წლის კვლევაში, რომელიც 5000-ზე მეტ რესპოდენტს მოიცავდა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა: ბრენდირებული ნივთების მიღებისას გამოკითხულთა 83% თავს დაფასებულად გრძნობდა, 90%-ში კი ბრენდის აღქმა და მისი შეფასება უმჯობესდებოდა, თუმცა, ეს ეფექტი კავშირშია იმასთან, თუ რამდენად სწორად შეირჩევა ნივთი.
ბრენდირებული ნივთი, რომელიც ადამიანს არ სჭირდება, სწრაფად ავიწყდებათ. ისეთი კი, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში ამახსოვრდება.
ASI-ის 2026 წლის Ad Impressions Study-ის მიხედვით, გამოკითხულთა 78% ბრენდირებულ ნივთს სარგებლიანობის გამო ინახავს. ეს ციფრი ერთგვარი გასაღებია: ნივთი, რომელიც სასარგებლოა, ადამიანის ხელში მუდმივად ხვდება და მას ბრენდს ყოველ ჯერზე ახსენებს.
სად იწყება დასაბრენდი პროდუქტების სწორი შერჩევა?
კონკრეტული ნივთის შერჩევა ინდუსტრიის განსაზღვრით იწყება. ყველა მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს – სხვადასხვა ტიპის ადამიანები მუშაობენ, სხვა მომხმარებლები დადიან, განსხვავებულია ჩვევები და პრობლემები. ეს განსხვავება ნივთის შერჩევაზე ახდენს გავლენას.
სხვადასხვა ინდუსტრია: როგორ ავირჩიოთ დასაბრენდი ნივთები?
წარმოიდგინეთ სტომატოლოგიური კლინიკა. ყველაზე ბუნებრივი ბრენდირებული ნივთები – კბილის ჯაგრისი, ძაფი, ტუჩის ბალზამი – ეხება სერვისს, რომელსაც კლინიკა მომხმარებლებს სთავაზობს.
უძრავი ქონების სააგენტო სხვა პრინციპით მოქმედებს. ახალ ბინაში მობინადრის შესვლის დროს გადაცემული ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი მას ახსენებს, თუ ვინ დაგეხმარა ამ ბინის პოვნასა და შეძენაში.
ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც სხვა ბიზნესებს ემსახურება, USB-hub ან კვების ბლოკი შესაფერისი ბრენდირებული საჩუქარია. PPAI-ის კვლევის მიხედვით, ტექ-აქსესუარები კომპანიის 38%-ის შეფასებას დადებითად ცვლის, რაც ბევრი კომპანიისთვის ის შეტყობინებაა, რომლის გადაცემაც თავად სურს.
საკვების ან სასმლის ბიზნესს – კაფეს, ღვინის მწარმოებელს ან სარესტორნო ქსელს, შეესაბამება ყველაფერი, რაც სასმელთან და კვებასთან კავშირშია. ბრენდირებული ჭიქა, ჩაიდანი ან მსგავსი ნივთი. PPAI-ის კვლევაში პოპულარობით მეორე ადგილზეა ბრენდირებული ბოთლი ან თერმოსი, რომლებსაც გამოკითხულთა 73% ყოველდღიურად იყენებს.
დასაბრენდი პროდუქტები, რომლებიც ყველა ინდუსტრიისთვის საერთოა
ინდუსტრიასთან ახლო ნივთები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის – ან ბიუჯეტის ან სხვა დეტალის გამო ეს ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში, კარგი გამოსავალია ის კატეგორია, რომელიც ფაქტობრივად ნებისმიერ სფეროს შეესაბამება.
ტანსაცმელი – ჰუდი, მაისური, ქუდი, PPAI-ის კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზეა. გამოკითხულთა 30% სწორედ ამ კატეგორიას ასახელებს, როგორც ყველაზე სასურველ ბრენდირებულ ნივთს. ASI-ის მონაცემებიც ამას ადასტურებს: მაისური ინდუსტრიის ყველაზე გაყიდვადი კატეგორიაა (წლიური გაყიდვების 16.1%, ანუ 4.3 მილიარდი დოლარი). ASI-ის კვლევაში მომხმარებლებმა სწორედ მაისური დაასახელეს, როგორც ნივთი, რომლის მიღებაც ყველაზე მეტად სურთ.
ეს ლოგიკური შედეგია: ტანსაცმელი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. კარგი ქსოვილისგან დამზადებული ჰუდი ან მაისური ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგია როგორც ოფისის გარეთ, სახლში, ქუჩაში, ისე სამუშაო ადგილზე. PPAI-ის კვლევაში ეს ეფექტი იმით გამოიხატება, რომ ბრენდირებული ტანსაცმელი ადამიანის “პირადი ისტორიის ნაწილი” ხდება.
PPAI-ის კვლევაში ასევე გამოიკვეთა, რა უბიძგებს ადამიანს ბრენდირებული ნივთის გადაგდებისკენ. პირველ ადგილზეა დაბალი ხარისხი (62%), შემდეგ ცუდი დიზაინი (55%), ასევე, აღსანიშნავია ადრესატთან ნივთის შეუსაბამობა (43%).
ეს სამი ფაქტორი ბევრ რაიმეზე მეტყველებს. როგორ ავირჩიოთ დასაბრენდი ნივთები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნივთი, რომელთანაც ადამიანს არანაირი ემოციური კავშირი არ აქვს და თანაც, უხარისხოა, დავიწყებისთვისაა განწირული. სწორად შერჩეული ხარისხიანი, გამოსადეგი და ინდუსტრიასთან ახლოს მყოფი ნივთი კი, მომხმარებელს თვეების განმავლობაში ამახსოვრდება. PPAI-ის მიხედვით, გამოკითხულთა 65% ბრენდირებულ ნივთს ექვს თვეზე მეტ ხანს ინახავს.
ინდუსტრია კარგი ამოსავალი წერტილია. ის იმგვარი ნივთის განსაზღვრაში გეხმარებათ, რომელიც სამიზნე ადამიანისთვის ბუნებრივი იქნება. მაგრამ ინდუსტრიაზე ფოკუსირება არ ნიშნავს ტანსაცმლის, ჩანთების ან თერმო ჭიქების გამორიცხვას – ეს კატეგორიები, სწორი ხარისხისა და დიზაინის შემთხვევაში, ყველა სფეროში მუშაობს. თუ გსურთ, გაარკვიოთ, რომელი ნივთები გამოხატავს თქვენი კომპანიის ვიზუალურ იდენტობას საუკეთესოდ, სარეკლამო კომპანია “კეიპაქსს” უნდა დაუკავშირდეთ. მათი მრავალფეროვანი კატალოგი საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის სასურველი, ხარისხიანი პროდუქცია მარტივად შეარჩიოთ.
ბრენდირებული ნივთის ყიდვა თავად ბრენდს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევს. ამ ეფექტის მისაღებად კი ნივთი, პირველ რიგში, სასარგებლო უნდა იყოს.



