ბლოკნოტი სამუშაო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ნივთია. შეხვედრაზე, კონფერენციაზე, ყოველდღიურ სამუშაო რიტმში ოფისში მას აქტიურად იყენებენ. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, კომპანიის ვიზუალური იდენტობის წარმოსაჩენად ბლოკნოტების ბრენდირება საკმაოდ გამართლებული ნაბიჯია.
ბრენდირებული ბლოკნოტი ბეჭდური სარეკლამო მასალებისგან განსხვავდება. ბანერი ან ფლაერი ხშირად არასაჭირო ინფორმაციის წყაროდ აღიქმება, ბლოკნოტი კი ყოველდღიურად გამოიყენება. სწორედ ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა სხვა სარეკლამო ნივთებთან შედარებით.
კომპანია, რომელიც დამკვეთს შეხვედრაზე ბრენდირებულ ბლოკნოტს სთავაზობს, ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ამით პარტნიორის კეთილგანწყობა შეიძლება, დაიმსახუროს.
კონფერენციებსა და კორპორაციულ ღონისძიებებზე ბრენდირებული ბლოკნოტი სარეკლამო ნივთის ფუნქციას სცდება – ის კომპანიის სტილისა და მიდგომის ამსახველია. მონაწილე, რომელიც სარეგისტრაციო პაკეტში ხარისხიან, ბრენდირებულ ბლოკნოტს პოულობს, ორგანიზატორ კომპანიაზე დასკვნა ადვილად გამოაქვს. ეს შთაბეჭდილება, ერთი მხრივ, ბრენდს ამახსოვრებს, მეორე მხრივ კი მას სანდოობას მატებს.
ახალი თანამშრომლის welcome პაკეტში კი ბრენდირებული ბლოკნოტი სიგნალია, რომ კომპანია დეტალებს ყურადღებას აქცევს. ადამიანი, რომელიც პირველ სამუშაო დღეს ასეთ პაკეტს იღებს, ამ შთაბეჭდილებას ადვილად არ ივიწყებს. პატარა, მაგრამ გააზრებული ნივთი ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე, ჩვეულებრივ, წარმოგვიდგენია.
ბლოკნოტების ბრენდირებაში ლოგოს განთავსება ერთი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ყდის ფერი, ქაღალდის ხარისხი, ზომა, ბრენდის ვიზუალური სტილის დეტალები – ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის პროდუქტს, რომელიც კომპანიას ეკუთვნის. ასორტიმენტი ფართოა: A4 და A5 ფორმატები, რბილი და მაგარი ყდა, სხვადასხვა ტიპის ქაღალდი. ყველა ეს პარამეტრი საშუალებას იძლევა, ბლოკნოტი კომპანიის სტილს ზუსტად მოერგოს.
ქაღალდი, ყდა, შეკერვის სიმტკიცე – ამ კომპონენტების ერთობლიობა განსაზღვრავს, გამოიყენება თუ არა ბლოკნოტი რეალურად. ის, ვინც მას ყოველდღიურად გამოიყენებს, ყოველ ჯერზე ყდაზე ბრენდს აღიქვამს. ამ პროცესში ხარისხი ბრენდის ნაწილი ხდება და ეს განსხვავება კლიენტისთვის, თანამშრომლისთვის თუ პარტნიორისთვის ყოველთვის შესამჩნევია.
“კეიპაქსი” PSI-ის, სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის, წევრია. ეს ევროპაში, ჩინეთსა და თურქეთში სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან პარტნიორობას, გადამოწმებულ მასალებსა და საერთაშორისო სტანდარტებს გულისხმობს. ბლოკნოტების ბრენდირება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ბრენდირებული ნივთი, ინდივიდუალური მიდგომით კეთდება: კატალოგიდან ირჩევთ პროდუქტს, “კეიპაქსი” კი მის ბრენდირებასა და მოწოდებაზე ზრუნავს.



































მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.