ბრენდირებული მრავალჯერადი ჭიქა

ჭიქა სამუშაო გარემოში ყოველდღიური გამოყენებისთვისაა. ამასთანავე, ბრენდირებული ჭიქა ერთჯერადი შთაბეჭდილების მოსახდენად შექმნილი ნივთი არ არის. ხარისხიანი ჭიქა წლების განმავლობაში გამოიყენება.

დღეს ჭიქაზე ბეჭდვის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: სუბლიმაცია და UV პრინტი. განსხვავება მათ შორის ტექნიკურია, რაც საბოლოო შედეგზე აისახება.

სუბლიმაციისას სპეციალური საღებავი სითბოს გავლენით გაზად გარდაიქმნება და ჭიქის პოლიმერულ საფარში შეაღწევს. გაგრილების შემდეგ საღებავი მასალის მოლეკულურ სტრუქტურაში ფიქსირდება. ეს მეთოდი პოლიმერული საფარის მქონე ჭიქებისთვის გამოიყენება.  

UV პრინტი განსხვავებულად მუშაობს: მელანი ზედაპირზე დაიტანება და ულტრაიისფერი სხივით მყისიერად ფიქსირდება. ეს მეთოდი გამოიყენება ისეთ მასალებზე, რომლებზეც სუბლიმაცია ვერ მუშაობს – მუქი კერამიკა, შუშა, ლითონი. UV პრინტი ასევე საშუალებას გვაძლევს, გამოსახულებას მოცულობითი ეფექტი მიეცეს.

სუბლიმაციით დაბეჭდილი ჭიქა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გამოიყენება, გამოსახულება კი ფერს არ კარგავს. UV პრინტის შემთხვევაში, ინტენსიური მექანიკური ზემოქმედება ზედაპირს ნელ-ნელა აფერმკრთალებს. ამიტომ UV-ით დაბეჭდილი ნივთები ხელით რეცხვას საჭიროებს.

გარე გამოყენებასა და მზის სხივებზე მდგრადობის თვალსაზრისით, UV პრინტი უფრო გამძლეა. სამ წელზე მეტ ხანს ინარჩუნებს ფერებს, რაც მას კომერციული გამოყენებისთვის შესაფერისს ხდის.

სუბლიმაციისას წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები გამოიყენება, რომლებში ქიმიური შემადგენლობა მინიმალურია. ეს მეთოდი ჰაერში მავნე ნივთიერებებს პრაქტიკულად არ გამოყოფს. UV პრინტში გამოყენებული მელანი კი სპეციალურ დამუშავებას საჭიროებს. ორივე შემთხვევაში, ეს ასპექტი პროფესიონალური სტანდარტების დაცვით რეგულირდება.

ბრენდირებული ჭიქა ოფისის ინვენტარის ნაწილიც შეიძლება, გახდეს და კორპორაციული საჩუქარიც. ღონისძიებებზე, გუნდური შეხვედრების დროს ან welcome პაკეტში ის კომპანიის სტილის ვიზუალური გამოხატულებაა. 

“კეიპაქსი” სარეკლამო პროდუქციის ევროპული ინსტიტუტის PSI-ის წევრია, რაც ევროპაში, ჩინეთსა და თურქეთში სერტიფიცირებულ მწარმოებლებთან პარტნიორობას გულისხმობს. ჭიქაზე ბეჭდვა, ისევე, როგორც კეიპაქსის პროდუქცია ინდივიდუალური მიდგომით იქმნება: პროდუქტს კატალოგიდან ირჩევთ, დანარჩნზე ჩვენ ვზრუნავთ.

ის, ვინც ეძებს საუკეთესო სარეკლამო კომპანიას საქართველოში, ჩვეულებრივ, ორ კრიტერიუმს ეყრდნობა: ნდობასა და გამოცდილებას. 

სწორედ ამ ორის ერთობლიობა განსაზღვრავს, გახდება თუ არა ბრენდირებული ჭიქა ის ნივთი, რომელსაც ადამიანი პრაქტიკულად გამოიყენებს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ბრენდირებული მრავალჯერადი ჭიქა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *